Wednesday, March 29, 2017

დღე მე-9
 ძალიან შრომატევადი დღე გვქონდა,  კიდევ ერთხელ გადავხედეთ  ჩვენს მიერ შედგენილ პროექტებს,შესრულებულ დავალებებს.გავაკეთეთ პრეზენტაციები,მივეცით  ერთმანეთს რიგი რეკომენდაციები . ვფიქრობთ, რომ ტრენინგმა ძალიან ბევრი ახალი რამ გვასწავლა და მოგვცა.
 აუცილებლად გამოვიყენებ სასკოლო ცხოვრებაში,აქ დაწერილ პროექტს განვახორციელებ ჩემს მოსწავლეებთან ერთად  .და დავამატებ რომ ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლე,რაც სასიამოვნოდ დამეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.

Saturday, March 25, 2017

დღე მე-8


გავეცანი ფასილიტაციის ნიმუშებს, მივედი იმ დასკვნამდე,  რომ ფასილიტაციის რესურსი ხელს შეუწყობს მოსწავლეს მიზნის მიღწევაში,კონკრეტული  დავალება დაგვეხმარება მოსწავლეს ინდივიდუალურად დავაძლევინოთ პრობლემა,ურთიერთ თანამშრომლობის მუშაობით უფრო დეტალურად ჩავუღრმავდით ჩვენს ადრინდელ ნამუშევრებს და აღმოვაჩინეთ რომ მეტი ყურადღება გვჭირდება დავალების შესრულებისას.
დღე მე-7


დღევანდელი მოდული შეეხებოდა თუ როგორ უნდა გავითვალისწუნო და როგორ  მოვარგო მოსწავლეთა შესაძლებლობებს სხვადასხვა აქტივობები.შევასრულე პრაქტიკული სამუშაო,რომელიც ტექნიკის გამოყენებას ითვალისწინებდა.აუცილებლად გამოვიყენებ სასკოლო პროექტის თუ სხვა საგაკვეთილო პროცეცის წარმართვის დროს აქ ნასწავლ აქტივობებს საჭიროების მიხედვით.

Saturday, March 11, 2017

დღე მე-6
საკმაოდ დატვირთული და შრომატევადი დღე იყო.წარმოვადგინე სახლში შესრულებული დავალება პრეზენტაციის სახით,მეგონა ყველაფერი სწორად მქონდა ჩამოყალიბებული,მაგრამ ცოტა შენიშვნა მივიღე და დაშვებული შეცდომა შევასწორე.
ვისწავლე ჩეკლისტის გამოყენება პრეზენტაციის შეფასებისას,გავეცანი მოსწავლეთა ნაშრომის შეფასების ნიმუშს,გადმოვიტანე და მოვარგე ჩემს პრეზენტაციას.მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას....

Friday, March 10, 2017

დღე მე-5
დღევანდელი დღე საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო იყო.გავეცანი პროექტის წერის პრეზენტაციის ფორმას,მოვირგე მოსწავლის როლი,თავიდან ცოტათი რთულად მომეჩვენა,მაგრამ მალე ჩავწვდი მიმართულების არსს და გავიგე თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა დალაგდესპროექტის პრეზენტაციის ფორმა,პრაქტიკულად შევასრულებ დავალებას სახლში,ვიმედოვნებ კარგი პრეზენტაცია გამომივა.

Saturday, March 4, 2017

დღე მე-4

დღე იყო საკმაოდ ნაყოფიერი. ვიმუშავეთ კითხვის დასმის მეთოდებზე და გავიგე,რომ სწორად კითხვის დასმა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია პროექტზე მუშაობისას,ასევე ვისწავლე როგორ დავსვათ ზოგადი,თემატური და შინარსობრივი კითხვები.
  გავიარეთ შეფასების მეთოდები და გავიგე თუ რომელი მეთოდი დამეხმარება საწყის ეტაპზე პროექტზე მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულების შემდგომ.
 ვისწავლე თუ როგორ დავიცვა საავტორო უფლებები ტექნოლოგიების გამოყენებით .

Friday, March 3, 2017

დღე  მე-3
ტრენინგი დღეს საკმაოდ ნაყოფიერი  და საინტერესო იყო.ვისწავლე სასწავლო პროექტის მიზნის შედგენა,კერძოდ პროექტის თემის კავშირი სტანდარტთან და სტანდარტიდან გამომდინარე მიზნის ჩამოყალიბება.გავეცანით საკვანძო კითხვებს,რომელიც ზოგადი,თემატური და შინარსობრივი ხასიათისაა.
  მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში,რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში.