Sunday, February 26, 2017

დღე-2

საკმაოდ დატვირთული დღე მქონდა,ძალიან საინტერესო სამუშაოს გავეცანი.სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა გამოყეს პრობლემები და იდეებიის სახით საინტერესოდ წარმოადგინეს.გავეცანით პროექტის წერის ინსტრუქციას,შერჩეული იდეიდან გამომდინარე დავწერე პროექტის მოკლე აღწერა,გავეცანი პუბლიკაციას და მისი მომზადების მიზანს.დავრწმუნდი,რომ პროექტებით სწავლება აქტუალური და მნიშვნელოვანია 21 საუკუნის მოსწავლეებისთვის.

Saturday, February 25, 2017

დღე-1

სასიამოვნო დღე იყო,ტრენერი საინტერესო და გასაგები ენით ხსნიდა მასალას.გავეცანი პროექტებით სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს,მიმართულებებს,პროექტული სწავლების შედეგებს.კმაყოფილი და მოტივირებული ვარ აქტუალურად გავაგრძელო ტრენინგის შემდეგი დღეები.